Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი მოითხოვს „სრულ ანგარიშს“ ირანის ციხეში FBI-ის ყოფილი აგენტის მდგომარეობის შესახებ


რობერტ ლევინსონი, FBI-ის ყოფილი და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყების აგენტი, რომელიც ირანში დაიკარგა 2007 წელს
რობერტ ლევინსონი, FBI-ის ყოფილი და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყების აგენტი, რომელიც ირანში დაიკარგა 2007 წელს

აშშ-მა ირანს მოსთხოვა, „სრული ანგარიში“ იმის თაობაზე, თუ რა დაემართა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ის) გადამდგარ აგენტს, რობერტ ლევინსონს, რომელზეც გავრცელდა ცნობა, რომ ირანის საპატიმროში გარდაიცვალა.

„გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბობ ლევინსონი გარდაიცვალა გარკვეული დროის წინ“, განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, რობერტ ო’ბრაიენმა 25 მარტს. ამერიკელი რობერტ ლევინსონი 58 წლისა იყო, როცა ირანში დააპატიმრეს, 13 წლის წინ. ირანმა „სრულ ანგარიში“ უნდა ჩაგვაბაროს იმის თაობაზე, თუ რა დაემართა ბობ ლევინსონსო", დასძინა ო’ბრაიენმა.

ლევინსონის ოჯახმა უფრო ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობისგან მიიღო ცნობა ლევინსონის სავარაუდო ბედის თაობაზე. ოჯახის ამ განცხადების შემდეგ, და ო’ბრაიენის კომენტარის გავრცელებამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის სიკვდილის ამბავს ვერ შევეგუებიო. „ლევინსონი დიდხანს იყო ავად, სანამ მას დააპატიმრებდნენ, თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ „საშინელებაა“, რასაც ოჯახი განიცდის, მაგრამ მაინც აქვს იმედი, რომ ლევინსონი ცოცხალია“.

2013 წელს იტყობინებოდა „ასოშიეიტედ პრესი“, რომ ლევინსონი, რომელიც კერძო გამომძიებლად მუშაობდა მას მერე, რაც დატოვა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყება და გამოძიების ფედერალური ბიურო, ირანში დაიკარგა, როცა „დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსთვის“ მუშაობდა და ირანში იმყოფებოდა სადაზვერვო მისიით, რომელიც არ იყო დამტკიცებული. ეს ცნობა მოგვიანებით ლევინსონის ცოლმა დაადასტურა „სი-ბი-ეს-თან“ საუბრისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG