Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაიზარდა კარანტინის რეჟიმში მყოფთა რიცხვი


26 მარტის 14:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4346 ადამიანი. სამთავრობო ვებსაიტზე stopcov.ge-ზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს რიცხვი 4055 იყო.

მცირედით 252-დან 247-მდე შემცირდა სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფთა რაოდენობა.

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 77 შემთხვევა. მათგან 10 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG