Accessibility links

სომხეთმა COVID-19-ის პაციენტები მსუბუქი სიმპტომებით შეიძლება, სასტუმროებში მოათავსოს


სომხეთის მთავრობა აპირებს, გადაიხადოს სასტუმროებში ოთახების საფასური და პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ, იქ მოათავსოს.

ეს იდეა განიხილეს სომხეთის მთავრობის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თავმჯდომარეობდა.

პრემიერის თქმით, ამ ნაბიჯებით მთავრობას სურს დაეხმაროს სასტუმროების ბიზნესს, რომლსაც დიდი დარტყმა მიაყენა კორონავირუსის პანდემიამ.

ფაშინიანმა მოუწოდა სასტუმროების მფლობელებს, დაიწყონ შეთავაზების განხილვა და წარმოადგინონ საუკეთესო ფასები.

„ეკონომიკის თვალსაზრისითაც სარფიანია ეს საქმე და კარგია, ასევე სასტუმროებისთვის, რომლებიც სინამდვილეში, ცარიელია“. - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობას ამ ვითარებაში კორონავირუსის პანდემიამდელი საბაზრო ფასების გადახდა სასტუმროებისთვის არ შეუძლია.

მთავრობამ სომხეთში ასევე განიხილა ბიზნესის დახმარების სხვა ზომა, კერძოდ, უპროცენტო სესხების გაცემის თემა, რათა სტიმული მისცეს სხვადასხვა აქტიურობას. ფაშინიანის თქმით, სესხების გაცემა ფირმებსა და კერძო პირებზე პირველი აპრილისთვის უნდა დაიწყოს.

სომხეთი ცდილობს შეაჩეროს კორონავირუსის გავრცელება. სომხეთიდან გავრცელებული ცნობით, 26 მარტის დილისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 290-ია და ბოლო დღე-ღამეში 25-ით გაიზარდა. ფაშინიანის თქმით, ორი პაციენტიდან, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, ერთი აშშ-ის მოქალაქეა. ორივე 75 წლისა არიან. ოფიციალური ინფორმაციით, სომხეთში COVID-19-ით დაავადებული 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG