Accessibility links

ხუთშაბათს ევროპისა და აზიის საფინანსო ბირჟებზე კურსებმა კვლავ ვარდნა იწყო


Germany - Brokers work at the stock exchange market in Frankfurt, Germany, on March 12, 2020.

ხუთშაბათს ევროპისა და აზიის საფინანსო ბირჟებზე კურსებმა კვლავ ვარდნა იწყო. ინვესტორების ყურადღების ცენტრშია ეკონომიკისთვის კორონავირუსის კრიზისის გამო მოსალოდნელი გამანადგურებელი ეფექტი.

ეკონომიკის ზრდის კურსის მკვეთრი შემცირება იგრძნობა სინგაპურში, რომლის ეკონომიკა მსოფლიო ვაჭრობის სიჯანსაღის ბარომეტრად მიიჩნევა.

მკვეთრად დაეცა დოლარის კურსი მთავარ კონკურენტ ვალუტებთან მიმართებაში.

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკი გააგრძელებს ეკონომიკაში ფულის „აგრესიულად“ ჩატუმბვას, თუმცა აღიარებს, რომ მოსალოდნელია მკვეთრი დაღმასვლა.

ექსპერტთა თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი დიდი ბრიტანეთისა და ევროზონის ქვეყნების ეკონომიკებში წელს რეცესიას გამოიწვევს. წინასწარმეტყველებენ ეკონომიკის 2%-მდე შემცირებას, განაცხადა ხუთშაბათს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG