Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე 100-მდე ადამიანი შეამოწმეს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბოლნისისა მარნეულის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის შემდეგ 100-მდე ადგილობრივს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"40 ათასზე მეტი ადამიანი იყო გამოკვლეული ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ და 100-მდე ადამიანს აუღეს შესაბამისი ნაცხი და ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული გვაქვს პასუხები", - თქვა მინისტრმა.

ერთ-ერთ შემთხვევაზე მან დღევანდელ ბრიფინგზეც ისაუბრა. საქართველოში ინფიცირებული 79 ადამიანიდან ერთი ფეხმძიმე ქალია. ის ერთ-ერთი იყო იმ 100-მდე ადამიანისგან, რომელთაც მარნეულსა და ბოლნისშიც კვლევა ჩაუტარდათ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 79 შემთხვევაა. კარანტინის გამო ჩაიკეტა მარნეულისა და ბოლნისის რაიონები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG