Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: 62 წლის მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო პრაქტიკულად დავადგინეთ


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ მარნეულში 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო პრაქტიკუად დაადგინეს, თუმცა დამატებითი კვლევები მაინც ჩატარდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქალი კორონავირუსით ოჯახის იმ წევრისგან დაინფიცირდა, რომელიც მანამდე საზღვრაგარეთ იყო.

"ახლა კიდევ საჭირო იქნება დამატებითი კვლევა. მოგეხსენებათ გენეტიკურ ანალიზს ვატარებთ, რომ დავადასტუროთ, ზუსტად როდის მოხვდა ეს ვირუსი და ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა", - განმარტა მან.

მარნეულში 62 წლის ქალის ინფიცირებაზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ამ დრომდე ცნობილი არ იყო, საიდან გადაედო მას კორონავირუსი. ამ შემთხვევის გამო მარნეულისა და ბოლნისის რაიონი სრულად კარანტინში მოექცა და ყველა შესასვლელი ჩაიკეტა.

საქართველოში ინფიცირებული 79 ადამიანიდან ერთი ფეხმძიმე ქალია. ის ერთ-ერთი იყო იმ 100-მდე ადამიანისგან, რომელთაც მარნეულსა და ბოლნისშიც კვლევა ჩაუტარდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG