Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში პირველი ადამიანი ემსხვერპლა COVID-19-ს


სომხეთი იტყობინება პირველი სიკვდილის შესახებ, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთანაა დაკაშვირებული.

ჯანდაცვის მინისტრმა ალინა ნიკოღოსიანმა 26 მარტს განაცხადა, რომ 72 წლის ქალს ერევნის ინფექციური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, როცა ის გარდაიცვალა.

პაციენტს, რომელსაც სომხეთის მოქალაქედ მოიხსენიებენ, ჰქონდა ორივე ფილტვის პნევმონია, რამდენიმე ორგანოს უკმარისობა, ჰიპერტონია და გულის რიტმის დარღვევა.

ამ მომენტისთვის სომხეთში აღრიცხულია COVID-19-ით ინფიცირების 290 შემთხვევა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სამხრეთ კავკასიაში.18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

პირველი გარდაცვალებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე დღეს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ორი ხანდაზმული პაციენტია კრიტიკულ მდგომარეობაში, მათგან ერთ-ერთი აშშ-ის მოქალაქეა.

16 მარტს სომხეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ეპიდემიის გავრცელებისთვის გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად.

25 მარტიდან პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს მკაცრ საკარანტინო ზომებს მას შემდეგ, რაც შემოღებულ იქნა გადაადგილების შეზღუდვისკენ მიმართული ახალი აკრძალვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG