Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გრიგორი ჩხარტიშვილი (ბორის აკუნინი) COVID-19-ითაა ავად


რუსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გრიგორი ჩხარტიშვილი, რომელიც ბორის აკუნინის სამწერლო ფსევდონიმითაა ცნობილი, ახალი ტიპის კორონავირუსითაა ინფიცირებული. ამის შესახებ მან ფეისბუკში დაწერა.

მწერლის აზრით, პანიკა თავად COVID-19-ზე უარესია. ჩხარტიშვილი, რომელიც რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მწვავე კრიტიკითაა ცნობილი, 2014 წლიდან საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.

კორონავირუსის გავრცელება შარშან დეკემბერში დაიწყო ჩინეთიდან. ამის შემდეგ ეპიდემიამ გადაინაცვლა იტალიაში. დღეისთვის მსოფლიოში ინფიცირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 177 ათასი. 22 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG