Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ერთი თვით - 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო. გამოცდებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია ელექტრონულად უნდა გაიარონ ვევგვერდზე online.nace.ge.

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 9 მარტს დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG