Accessibility links

logo-print logo-print

ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ყარაჯალაში კორონავირუსის შესახებ ბუკლეტები დაარიგეს


თელავის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვან სოფელ ყარაჯალაში, აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი ბუკლეტები დაარიგეს. ბეჭდურ მასალაში იმ რეკომენდაციებზე წერია, რომელიც მსიოფლიო და ადილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებმა შეიმუშავეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყარაჯალაში ჩავიდა შეგირებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. რეკომენდაციების გარდა ისაუბრეს სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობაზე. გიგაურმა მოსახლეობის ნაწილს ადგილზე გააცნო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებები, ასევე დაწესებული აკრძალვები.

კახეთში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალების გავრცელება, მას შემდეგ დაიწყო, რაც მარნეულელი ქალის დაინფიცირება შიდა გავრცელებად ჩაითვალა. ამავდროულად საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოში, თელავში, სოფელ ყარაჯალასა და ლაგოდეხში, სოფელ კაბალში - მარნეულთან შესაძლო კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა.

26 მარტის 17:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია 79 ადამიანი, მათგან 10 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG