Accessibility links

site logo site logo

G20-ის წევრების თქმით, ერთიანი ფრონტით შეებრძოლებიან პანდემიის ეკონომიკურ შედეგებს


ეკონომიკურად მსოფლიოს 20-მა უდიდესმა ქვეყანამ, ე.წ.-მა „დიდმა შვიდეულმა“, 26 მარტს „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა კორონავირუსის პანდემიის გამო და ვალდებულება იკისრა, გაერთიანებული ძალებით ებრძოლონ მის შედეგებს.

იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მარტს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს მიაღწია, „დიდმა ოცეულმა“ განაცხადა, რომ „გლობალური მოქმედება, სოლიდარობა და საერთაშორისო თანამეგობრობა“ როგორც არასოდეს, ისეა აუცილებელი.

ეს განცხადება მათ გააკეთეს ერთობლივი საგანგებო ვიდეოჩართვის გზით ჩატარებული სამიტის შემდეგ და პანდემიის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით ბრძოლის ვალდებულება იკისრეს.

„დიდი ოცეულის“ ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი კოლექტიურად იმუშავებენ იმაზე, რომ 5 ტრილიონ დოლარზე მეტი ჩადონ მსოფლიო ეკონომიკაში და დასძინეს, რომ „მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ ამ საერთო საფრხის წინააღმდეგ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG