Accessibility links

site logo site logo

ავსტრიიდან ჩარტერული რეისით საქართველოში ჩამოფრენილი 181 მოქალაქე საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს


ავსტრიიდან საქართველოში გეგმიური სპეცრეისით დაბრუნებული 181 მოქალაქე გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში, რომელიც თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინშია“ მოწყობილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 64 სასტუმროში მოეწყო. STOPCOV.GE - ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4 505 ადამიანი.

გეგმიური ჩარტერული რეისი ვენიდან 26 მარტს განხორციელდა. მანამდე, 23 და 24 მარტს განხორციელებული ჩარტერული რეისებით ბერლინიდან და ათენიდან საქართველოში 300 მოქალაქე დაბრუნდა.

10 აპრილის ჩათვლით ევროპის მიმართულებებიდან კიდევ რამდენიმე რეისია ჩანიშნული:

28 მარტს თბილისი-ვარშავა-თბილისი

31 მარტს თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისი;

4 აპრილს თბილისი-ლონდონი-თბილისი;

7 აპრილს თბილისი-ათენი-თბილისი;

10 აპრილს ლარნაკა-თბილისი.

27 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 81 ადამიანი, მათგან 13 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG