Accessibility links

26 მარტს ჩეხეთში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა


ჩეხეთის რესპუბლიკაში 26 მარტს კორნავირუსით დაავადებული სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამგვარად, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ცხრას მიაღწია.

27 მარტის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით მთლიანად COVID-19-ით დაავადებულია 2000-ზე მეტი კაცი, 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, კარელ ჰავლიჩეკმა, 26 მარტს გამოაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა მუშაობის განახლების უფლება მისცეს საზეინკლო და სარემონტო საამქროებს, ავტოსახელოსნოებს და ავტოსამრეცხაოებს; სიაში შედის ასევე გარდაცვლილთა დაკრძავლის პროცესთან დაკავშირებული სამსახურები.

რამდენიმე დღის წინ ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 1 აპრილამდე გაახანგრძლივა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სამინისტრომ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად ყოფნა ორ ადამიანზე მეტისთვის არ არის ნებადართული. გამონაკლისს წარმოადგენენ „თანაცხოვრება, სამუშაოსთან დაკავშირებული საქმიანობა, სამეწარმეო ან მასთან დაკავშირებული საქმიანობა და დაკრძალვის ცერემონიები.“

სამინისტრომ ასევე დაადგინა, რომ ხალხმა შეძლებისდაგვარად უნდა „დაიცვას, სულ მცირე, ორმეტრიანი მანძილი, როცა კონტაქტში იმყოფება სხვა პირებთან.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG