Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი პაციენტის განკურნების დადასტურებას ელოდებიან


თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის იმყოფება კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებული 13 პაციენტი. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კვლავ კრიტიკული, თუმცა, მართვადია 3 პაციენტის მდგომარეობა. მათ შორისაა მარნეულის მცხოვრები ქალი.

ამავე კლინიკაშია ვირუსით ინფიცირებული ორსული ბოლნისიდან. ის მარნეულელი ქალის ახლო ნათესავია. ლევან რატიანის ცნობით, ორსული პაციენტის მდგომარება სტაბილურია და ის გინეკოლოგების და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშაა.

ლევან რატიანის ინფორმაციით, მკვეთრად გაუმჯობესებულია 3 პაციენტის მდგომარეობა და თუ „ლუგარის ლაბორატორიაში“ განმეორებითი კვლევებით, COVID-19 აღარ დადასტურდება, ეს პაციენტები კლინიკას ხვალ დატოვებენ.

27 მარტის 11:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით ინფიცირების სულ 81 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 13.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG