Accessibility links

COVID-19-ით საქართველოში დაავადებული ბოლო ორი პაციენტიდან ერთი ბათუმის კლინიკაშია


ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის COVID-19-ით ინფიცირების ფაქტი დღეს, 27 მარტს დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, პაციენტი ევროპაში მოგზაურობდა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა.

27 მარტის შუადღის მონაცემებით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა „მედალფაში“ იმყოფება კორონავირუსით დაავადებული სულ 7 პაციენტი. მათგან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების - დამაკმაყოფილებელი.

კიდევ ერთი პაციენტი, რომლის ინფიცირების შესახებ დღეს გახდა ცნობილი, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია.

27 მარტის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით ინფიცირების სულ 81 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 13.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG