Accessibility links

ეკატერინე ტიკარაძე: მთელი საქართველოს მასშტაბით მზადდება ე.წ. ცხელების ცენტრები


ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ე.წ. ცხელების კლინიკები საქართველოს ყველა რეგიონში იმუშავებს. მისი თქმით, დღეისათვის ისინი უკვე გახსნილია კახეთში. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს ერთ-ერთ საკითხად სწორედ "ცხელების ცენტრების" გახსნა განიხილებოდა. როგორც მინისტრმა განაცხადა, სია გამოქვეყნდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდსა და COVID-19-ის საინფორმაციო გვერდზე.

"დღეისათვის მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონში კლინიკების მობილიზაცია ცხელების კლინიკებში და ეტაპობრივად ყველა რეგიონში იქნება გამოყოფილი", - განაცხადა მინისტრმა.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ „ცხელების ცენტრების“ ჩამონათვალი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

აღნიშნული ცენტრები ძირითადად მუნიციპალურ ცენტრებში გაიხსნება და იქ განთავსდებიან მოქალაქეები, რომელთაც ტემპერატურის მატება აღენიშნებათ.

27 მარტის 13:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით ინფიცირების სულ 81 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 13.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG