Accessibility links

logo-print logo-print

რუმინეთში ჯანდაცვის მინისტრი გადადგა კორონავირუსის პანდემიის გამო


კარანტინი რუმინეთში

რუმინეთში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 123 ადამიანი დაავადდა კორონავირუსით, ოთხი კი გარდაიცვალა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დაავადებულთა რაოდენობა ათასს აღემატება, 18 შემთხვევა სასიკვდილო აღმოჩნდა.

დაავადებულთა რიცხვის მატებასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ხელისუფლების კრიტიკა. ქვეყნის საავადმყოფოები ვერ აუდიან პაციენტების მიღებას. სამედიცინო პერსონალს არ აქვს ვირუსის ტესტირებისათვის საკმარისი აპარატურა, რის გამოც ქვეყანაში დღემდე მხოლოდ 16 ათას ადამიანს ჩაუტარდა შემოწმება.

ამ კრიტიკის ფონზე თანამდებობა დატოვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ კოსტაჩემ.

პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება კოსტაჩეს მოადგილეს, ნელუ ტატარუს, დააკისრა.

რუმინეთში 16 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG