Accessibility links

სომხეთში 329-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი


პოლიცია ერევნის ქუჩებში

ბოლო მონაცემებით, სომხეთში დაფიქსირებულია COVID-19-ით დაავადების 329 შემთხვევა. აქედან 300 კაცი საავადმყოფოებში იმყოფება, ხოლო 28 განიკურნა ვირუსისგან.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ამის შესახებ 27 მარტს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა.

კორონავირუსის შედეგად სომხეთში გარდაცვლილია ერთი პაციენტი. 72 წლის ქალს ერევნის ინფექციური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, როცა გარდაიცვალა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ექიმებს მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ მოხუცებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მიმართ.

16 მარტს სომხეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ეპიდემიის გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად.

25 მარტიდან პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს მკაცრ საკარანტინო ზომებს მას შემდეგ, რაც შემოღებულ იქნა გადაადგილების შეზღუდვისკენ მიმართული ახალი აკრძალვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG