Accessibility links

site logo site logo

პაატა იმნაძე: დიდი შეკრებების დრო არ არის, მათ შორის - ეკლესიებში


პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია უცვლელია და იგი ადამიანებს შორის კონტაქტების შემცირებას გულისხმობს.

„ჩვენ კიდევ და კიდევ ვრჩებით, ასე ვთქვათ, ერთ პოზიციაზე - რაც უფრო ნაკლები ადამიანური კონტაქტები გვექნება, ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას. მათ შორის ეხება, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც, ეხება სამეგობრო წრეებსაც, ეს ეხება დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ინფექციის გავრცელების ყველა შემთხვევა ძირითადად უკავშირდებოდა ოჯახურ და სამეგობრო კლასტერებს:

„აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ. არ არის დღეს არც სამეგობროში შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის - ეკლესიებში“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

27 მარტის 14:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით ინფიცირების სულ 81 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 13.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG