Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონს კორონავირუსი აღმოაჩნდა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა.

ბრიტანულმა მედიამ ეს ცნობა ბორის ჯონსონის ტვიტერზე დაყრდნობით გაავრცელა.

„ამჟამად ვიმყოფები თვითიზოლაციაში, მაგრამ ვიდეოკონფერენციის საშუალებით გავაგრძელებ მთავრობის მართვას, რომელიც პასუხისმგებელია ამ ვირუსის წინააღმდეგ ჩვენს ბრძოლაში“, - აცხადებს ბორის ჯონსონი თავის ვიდეომიმართვაში.

25 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფება დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, 71 წლის პრინცი ჩარლზიც, რომელიც ასევე კორონავირუსის მსუბუქი ფორმით არის ინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG