Accessibility links

ლევ ლეშჩენკოს კორნავირუსი დაუდგინეს. მომღერალი ბოლოს დიდ წვეულებაზე ნახეს


ლევ ლეშჩენკო და ვლადიმირ პუტინი

ცნობილ რუს მომღერალ, ლევ ლეშჩენკოს, კორონავირუსი აღმოაჩნდა. მომღერალი საავადმყოფოში 24 მარტს მოხვდა ფილტვების ანთების სიმპტომებით.

თავდაპირველად იუწყებოდნენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მაგრამ მოგვიანებით რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ, განაცხადა, რომ ლეშჩენკომ გამოკეთება დაიწყო.

ამასობაში კორონავირუსის შესამოწმებლად სამედიცინო დაწესებელებას მიმართა რამდენიმე ცნობილმა რუსმა, რომლებიც ლეშჩენკოს შეხვდნენ 13 მარტს გამართულ, ერთ-ერთ გლამურულ წვეულებაზე.

მათ შორის კორონავირუსზე შემოწმება ჩაიტარა „როსკოსმოსის“ დირექტორმა დმიტრი რაგოზინმა, რომელსაც ვირუსი არ აღმოაჩნდა.

ზემოხსენებულ წვეულებაზე (ლაპარაკია კომპოზიტორ იგორ კრუტოის დის, ალას, იუბილეზე) იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვიც, თუმცა მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლევ ლეშჩენკო არ უნახავს.

„რუსულ შოუბიზნესში დიდი აურზაურია. ყველანი დაინფიცირდნენ ლეშჩენკოსგან კრუტოის დის დაბადების დღეზე“, - წერს ცნობილი ტელეწამყვანი, ქსენია სობჩაკი, რომლის თანახმად, ზემოხსენებულ წვეულებას რუსეთის შოუბიზნესის თითქმის ყველა ცნობილი წარმომადგენელი ესწრებოდა.

რუსეთში დღეისათვის კორონავირუსი დაუდასტურდა 840 ადამიანს. ორი შემთხვევა სასიკვდილო აღმოჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG