Accessibility links

ოლიმპიური თამაშების უკვე გათამაშებულ ლიცენზიებს თავიდან არ გაათამაშებენ


მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს.

ტოკიო-2020-ის ლიცენზიანტ სპორტსმენებს ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების გადადების მიუხედავად, აღარ მოუწევთ ახალი შესარჩევი ეტაპების გავლა. სალიცენზიო მარათონი კი გაგრძელდება განახლებული კალენდრით, რომელსაც სპორტული ფედერაციები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) შეთანხმებით დაამტკიცებენ. ამ საკითხებზე IOC-ისა და სპორტის ოცდათორმეტი სახეობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებმა 26 მარტს იმსჯელეს, ონლაინ-კონფერენციაზე.

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშებისთვის იაპონიას წლეულს უნდა ემასპინძლა, 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ სეზონის უმთავრესი სპორტული ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და სავარაუდოდ 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. ერთწლიანი დაგვიანების მიუხედავად, ოლიმპიადა ისტორიაში მაინც ტოკიო-2020-ის სახელით შევა.

ლიცენზიების ნახევარზე მეტი უკვე გათამაშებულია. საქართველოს ანგარიშზე კი, ამ ეტაპზე, ოფიციალურად დადასტურებული რვა ლიცენზიაა. შესარჩევ შეჯიბრებებზე ოლიმპიური ნორმატივი შეასრულეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ), ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გიორგი მელიამ (97 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ), ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, მოკრივე სახილ ალახვერდოვმა (52 კგ) და მძლეოსნებმა გიორგი მუჯარიძემ (ბირთვი) და ლაშა ღულელაურმა (სიგრძეზე ხტომა). მეცხრე ლიცენზიანტის - მოფარიკავე სანდრო ბაზაძის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დასტურს IOC-ისგან უახლოეს მომავალში მიიღებს.

სალიცენზიო ტურნირები სპორტის ჩამოთვლილ სახეობებშიც გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG