Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის პოლიციის უფროსს კორონავირუსი დაუდგინეს


ანდრეი კრიშჩენკო
ანდრეი კრიშჩენკო

კიევის პოლიციის უფროსს, ანდრეი კრიშჩენკოს, კორონავირუსი დაუდგინეს. მაღალჩინოსანთან ერთად პოზიტიური დიაგნოზი აღმოაჩნდა პოლიციის სამ თანამშრომელსა და პოლიციის აკადემიის ერთ კურსანტს.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, დადგენილია კრიშჩენკოსთან კონტაქტში მყოფ პირთა წრე, ყველა ინფორმირებულია დაავადების პოტენციური რისკის შესახებ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ქალაქის პოლიციის უფროსის კაბინეტს საფუძვლიანი დეზინფექცია ჩაუტარდა.

უკრაინის მასშტაბით მთლიანად გამოვლენილია კორონავირუსით დაავადების 226 შემთხვევა. 5 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG