Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: ვიკვლევთ ყველა შემთხვევას, სადაც პნევმონია მძიმდება


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე იკვლევენ ყველა შემთხვევას, სადაც პნევმონია მძიმდება.

"ეს არ არის მხოლოდ ახლო კონტაქტები, მხოლოდ ოჯახის წევრები... ეს არის ყველა შემთხვევა, სადაც პნევმონია მძიმდება, ვისაც უვითარდება მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი, საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ყველა შემთხვევა იტესტება".

ეს განმარტება იმნაძემ იმ კითხვების პასუხად გააკეთა, რომლებიც, მისივე თქმით, აქამდეც დაისვა.

საქმე ეხება COVID-19-ით დაავადებულ 62 წლის მარნეულელ ქალს, რომელმაც ექიმებს 18 მარტს მიმართა. ქალს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. კორონავირუსზე ტესტის პასუხი კი - რომელსაც 4-5 საათი სჭირდება - მხოლოდ 22 მარტს გახდა ცნობილი.

ქართული პროტოკოლით, COVID-19-ის შესაძლო შემთხვევად ითვლება პაციენტი ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექციით (ხველა, ყელის ტკივილი და სხვ.), ცხელებით ან მის გარეშე, რომელიც

  • სიმპტომების დაწყებამდე 14 დღით ადრე მოგზაურობდა ჯანმოს მიერ რისკის ზონად მიჩნეულ ქვეყნებში;
  • ან იმყოფებოდა კონტაქტში ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებთან;
  • ან სიმპტომების გაჩენამდე 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა კონტაქტში COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან;
  • ან მუშაობდა ან იმყოფებოდა ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც COVID-19-ის დადასტურებული ან სავარაუდო შემთხვევების მქონე პაციენტებს მკურნალობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG