Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა


ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელიც გარყვნილ ქმედებაში იყო ბრალდებული, სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით.

პროკურატურის თანახმად, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ 2018 წლის ივლისში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ი.კ.-მ წინასწარი შეცნობით, თექვსმეტ წელს მიუღწეველ გოგოსთან განახორციელა გარყვნილი ქმედება.

სამართალდამცველებმა ი.კ. 2019 წლის 2 ივლისს დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG