Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგსა და დავით ზალკალიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა


დღეს, 27 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი ნატოს გენერალური მდივნის ინიციატივით შედგა.

კერძოდ, იენს სტოლტენბერგმა დავით ზალკალიანს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო, 3-4 აპრილს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი შეზღუდული ფორმატით ჩატარდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და მომავალშიც ასე გაგრძელდება. საუბრისას მან თქვა, რომ ნატო გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ იენს სტოლტენბერგსა და დავით ზალკალიანს შორის საუბრისას განხილული იყო ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG