Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ირანის ფირმებს და კერძო პირებს ახალ სანქციებს უწესებს


აშშ-მა ირანსა და ერაყში დაფუძნებულ 20-მდე კომპანიას და მათთან ერთად კერძო პირებს დაუწესა სანქციები ბრალდების გამო, რომ ისინი ტერორისტულ ჯგუფებს ეხმარებიან.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, მათი სამიზნე არიან „ფირმები, მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ბიზნესპარტნიორები, რომლებიც მხარდაჭერას უწევენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და მის შტოს, უცხოეთში მოქმედ ელიტარულ შენაერთს, „ყუდსის ძალებს“. ამ პირებს და ფირმებს ასევე ბრალად ედებათ ირანის მხარდაჭერით მოქმედი ტერორისტული რაზმების, „ქათაიბ ჰიზბოლას“ და ასაიბ აჰლ ალ-ჰაყის“ დახმარება სამხედრო პროდუქციით, წერია ფინანსთა უწყების განცხადებაში, რომელიც გავრცელდა 26 მარტს.

ამ ფირმების და კერძო პირების საქმიანობაში შედის ასევე იემენში იარაღის შეტანა მალულად, სირიის მთავრობისთვის ირანის ნავთობის მიყიდვა, რაც აშშ-ის მიერ ასევე სანქციების სიაშია მოხვედრილი, ერაყში პროპაგანდა, ერაყელი პოლიტიკოსების დაშინება.

იმ ორგანიზაციებს და კერძო პირებს შორის, რომლებსაც სანქციები შეეხოთ, არის ერაყში წმინდა ადგილების რეკონსტრუქციის ფირმა, რომელიც აშშ-ის ფინანსთა უწყების მიერ შეფასებულია როგორც ირანსა და ერაყში მოქმედი კომპანია, რომელსაც „ყუდსის ძალები“ აკონტროლებენ. სანქციები შეეხო კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, მოჰამად ჯალალ მააბს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG