Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: ჩემთვის სასიამოვნოა გითხრათ, რომ დილის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა


ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ილაპარაკა კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტის მდგომარეობაზე, რომლებიც ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

„ჩემთვის სასიამოვნოა, გითხრათ, რომ დილის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა", - ა ღნიშნავს ეზუგბაია. როგორც ის დასძენს, ცამეტივე გამოჯანმრთელებული პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ისინი ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში რჩებებიან.

მარინა ეზუგბაია იმ პაციენტების შესახებაც საუბრობს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან.

„ოთხი მძიმე პაციენტი გვყავს მძიმედ, ერთი ასაკოვანი ქალი ძალიან მძიმედ არის. ჯერჯერობით მისი მდგომარეობის სტაბილიზება ვერ მივიღეთ. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა დღეს არ გაუარესებულა, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, დაავადებამ პროგრესირება განიცადოს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ასე არ მოხდება“, - თქვა ეზუგბაიამ.

27 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 13; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 505 ადამიანი; სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 247.

21 მარტიდან ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 23 მარტს მარნეულისსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG