Accessibility links

ავღანეთის მთავრობამ წარმოადგინა გუნდი, რომელიც თალიბანთან მოლაპარაკებაში ჩაებმება


ავღანეთის მთავრობამ შეადგინა სია 21 პირისა, რომლებიც თალიბანთან მოილაპარაკებენ მომავალ შეხვედრაზე, რომლის მიზანია დასრულდეს ავღანეთის 18 წლიანი ომი. ჯგუფი შეიქმნა ყველა მხარესთან „განხილვებისა და კონსულტაციების“ შედეგად, იტყობინებოდა 26 მარტს ავღანეთის მშვიდობის სამინისტრო. ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება ავღანეთის უშიშროების ეროვნული სამმართველოს ყოფილი თამჯდომარე, მასუდ სთანექზაი. ჯგუფში, რომლის ხუთი წევრი ქალია, შედიან პოლიტიკოსები, ყოფილი ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მთავრობის განცხადებაში არაფერია ნათქვამი შეხვედრის თარიღსა და ადგილზე.

თალიბანს კომენტარი სამთავრობო ჯგუფის შემადგენლობის შესახებ არ გაუკეთებია.

აშშ-სა და თალიბანს შორის დოჰაში 2020 წლის 29 თებერვალს ხელ მოწერილი შეთანხმების მიხედვით, თალიბები დათანხმდნენ, რომ მოილაპარაკებენ მთავრობის დელეგაციასთან. თალიბანის ამ პირობის, ასევე უსაფრთხოების სფეროში სხვა დაპირებების სანაცვლოდ, აშშ-ისა და სხვა უცხო სახელმწიფოების ჯარებმა უნდა დატოვონ ავღანეთი 14 თვის განმავლობაში. აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში, ზალმაი ხალილზადემ მიულოცა ავღანეთის პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოებას „მოლაპარაკების ინკლუზიური გუნდის“ შექმნა. ეს კონსენსუსი მნივშნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მხარეებს მიიყვანს შიდაავღანურ მოლაპარაკებებთან., თქვა ხალილზადმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG