Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო ორი შემთხვევა - კორონავირუსი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფებს დაუდგინდათ


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნია ილაპარაკა „ტვ პირველის“ ეთერში კორონავირუსით ინფიცირების 82-ე და 83-ე შემთვევების შესახებ.

„ორი ახალი შემთხვევა მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ვფიქრობთ, რომ გართულებები მოსალოდნელი არ არის. ერთი დაემატა ქუთაისში, ხოლო მეორე - თბილისში“, - აღნიშნავს გაბუნია.

მინისტრის მოადგილე დაზუსტებით ვერ ამბობს, პაციენტები, რომელი კლასტერიდან არიან. „ეს ორი შემთხვევა ადგილობრივ კლასტერებთან კავშირში არ არის. ერთი საკარანტინო სივრცეში იყო, ხოლო მეორე თვითიზოლაციაში“, - თქვა გაბუნიამ.

27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 83 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 14 გამოჯანმრთელებულია. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4 641 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 239.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG