Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში შიშობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ გასწვდება ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას


ირანში კორონავირუსით სიკვდილის 139 ახალი შემთხვევა აღირიცხა. საერთო ჯამში ამ დროისთვის ქვეყანაში 2517 ადამიანია გარდაცვლილი.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კიანუშ ჯაჰანპურმა 28 მარტს ირანის ტელევიზიით გამოაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი უკანასკნელ 24 საათში 3076-ით გაიზარდა და 35408-ს მიაღწია.

ირანი სასიკვდილო ვირუსით ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანაა აშშ-სთან, იტალიასა და ჩინეთთან ერთად.

მიმდინარე კვირაში ირანში ახალი აკრძალვა დააწესეს მოგზაურობაზე. ხელისუფლება შიშობს, რომ ბევრმა ირანელმა უგულებელყო შინიდან გასვლაზე ადრე შემოღებული აკრძალვა.

პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ პირობა დადო, რომ ხელისუფლება ორი კვირის განმავლობაში მოახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას.

თუმცა ამ მიზნის მიღწევა ეჭვქვეშ დგება მაშინ, როცა ინფიცირებულთა რიცხვი ზრდას განაგრძობს და მატულობს შიში, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გასწვდება ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 615 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 28 700-ზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 135 ათასამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG