Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საავადმყოფოში გალიდან ჩაიყვანეს 50 წლის ქალი კორონავირუსის სიმპტომებით


ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებულია 50 წლის ქალი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ქალაქ გალიდან.

როგორც იტყობინებიან, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება და ის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

პაციენტის ანალიზები ორშაბათს გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 91 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 18 განიკურნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG