Accessibility links

აშშ-ში ერთი თვით გაგრძელდა COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 აპრილამდე გააგრძელა კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები და მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან სოციალური დისტანცირების წესი და ექიმების სხვა რეკომენდაციები.

თეთრი სახლის ბაღში 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე ტრაპმა თქვა, რომ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები პიკს სავარაუდოდ, ორ კვირაში მიაღწევს და 12 აპრილიდან კლებას დაიწყებს.

ტრამპის განცხადებით, თუ COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვი 100 ათასს არ გადააჭარბებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლებამ წარმატებულად იმოქმედა, მიუხედავად იმისა, რომ 100 ათასი საშინელი რიცხვია. დონალდ ტრამპის თქმით, რომ არა ხელისუფლების მოქმედება მსხვერპლი შესაძლოა, ორ მილიონზე მეტი ყოფილიყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, დაავადებულთა რიცხვით ამერიკის პირველ ადგილზე ყოფნა მასობრივი ტესტირების შედეგია. ტრამპის განცხადებითვე, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

ბრფინგს ესწრებოდა ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი, რომელმაც განმარტა, რომ კორონავირუსით 100 ათასი ადამიანის გარდაცვალება თეორიული მოდელია და ქვეყანაში ყველა ზომას მიმართავენ იმისთვის, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება არ დაუშვან.

აშშ-ის პრეზიდენტის პროგონოზით, ქვეყანა აღდგენას 1 ივნისისთვის დაიწყებს. დონალდ ტრამპის შეფასებით, დღევანდელი კრიზისი ამერიკელებს კიდევ უფრო ძლიერს გახდის.

30 მარტის 8:30 საათის მდგომარეობით, აშშ-ში COVID-19-ით დაავადდა სულ 142 178 ადამიანი. მათგან 4559 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2484.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG