Accessibility links

საქართველოში COVID-19-ისგან განკურნებულთაგან 2 ბავშვია


30 მარტის 9:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუს COVID-19-ით ინფიცირების 91 შემთხვევა. მათგან 18 გამოჯანმრთელდა.

განკურნებულთა შორის 2 ბავშვია. კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება 3 ბავშვი.

30 მარტის 9:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კარანტინის რეჟიმშია 4876 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264.

COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კარანტინის რეჟიმი მოქმედებს მარნეულსა და ბოლნისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG