Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ით ინფიცირებული პლასიდო დომინგო საავადმყოფოში გადაიყვანეს


ცნობილი ესპანელი ტენორი, 79 წლის პლასიდო დომინგო კორონავირუს COVID-19-ით გამოწვეული გართულების გამო, თვითიზოლაციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისმა პრესმდივანმა CNN-ს აცნობა, რომ პლასიდო დომინგო მექსიკის ქალაქ აკაპულკოს კლინიკაშია, მკურნალობაზე რეაგირებს და თავს კარგად გრძნობს.

ცნობილმა ტენორმა დაახლოებით ერთი კვირის წინ, ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ მაღალი ტემპერატურის და ხველების გამო ტესტირებისთვის ექიმს მიმართა, კვლევამ დადებითი შედეგი აჩვენა და კორონავირუსის დადასტურების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება. პლასიდო დიმინგომ ყველას მოუწოდა, დაიცვან დისტანცირების წესები და პირადი ჰიგიენის ნორმები, რადგან პანდემიის დამარცხება მხოლოდ საერთო ძალისხმევითაა შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG