Accessibility links

უკრაინის დეპუტატებმა გადააყენეს ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრები


უკრაინის პარლამენტმა, ვერჰოვნა რადამ, დაამტკიცა პოსტებიდან ფინანსთა მინისტრ იგორ უმანსკის და ჯანდაცვის მინისტრ ილია იემეტსის გადაყენება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სულ რამდენიმე კვირის დანიშნული იყვნენ ამ თანამდებობებზე - თუმცა შემცვლელების დამტკიცება ვერ მოახერხა.

30 მარტს გამართულ საგანგებო სხდომაზე კანონმდებლებმა ასევე ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ 2020 წლის შეცვლილი სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგებს ითვალისწინებს.

უმანსკი და იემეტსი მინისტრები 4 მარტს გახდნენ, როცა პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კაბინეტის ცვლილებები. მათი გადაყენების მიზეზები არ დასახელებულა.

ფინანსთა მინისტრის პოსტზე დასახელებულია სერგეი მარჩენკო, მაგრამ მას დასამტკიცებლად სამი ხმა არ ეყო აუცილებელი 226 ხმის მისაღწევად. მხოლოდ 217 ხმა მიიღო ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მაქსიმ სტეპანოვმაც და, შესაბამისად, მისი დამტკიცებაც ვერ მოხერხდა.

ბიუჯეტის დამტკიცებასაც სამი ხმა დააკლდა. ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG