Accessibility links

ვიქტორ ორბანმა უფლებამოსილება გაიფართოვა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე


უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მნიშვნელოვნად უფართოებს უფლებამოსილებას, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიის გამო.

კანონპროექტი, რომელსაც მიემხრო 137 დეპუტატი, ხოლო წინააღმდეგი იყო 53, მთავრობას უფლებას აძლევს, განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივოს საგანგებო მდგომარეობა და ამას აღარ დასჭირდეს პარლამენტის თანხმობა.

კანონპროექტს მწვავედ აკრიტიკებდნენ უფლებადამცველები, ევროკავშირი და გაერო, თუმცა ის იოლად დაამტკიცა ორბანის პარტია „ფიდესმა“, რომლიდანაც პარლამენტში დეპუტატების ორი მესამედია დაკომპლექტებული.

29 მარტს უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ოთხმა ორგანიზაციამ, მათ შორის ჰელსინკის კომიტეტმა, მთავრობას მოუწოდა, კანონპროექტი შეესწორებინა და შეეტანა ე.წ. მზის ჩასვლის მუხლი - რომლის თანახმადაც კანონს ვადა ეწურება კონკრეტული თარიღის გასვლის შემდეგ, თუკი მას პარლამენტარები არ გაახანგრძლივებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG