Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტში დასაქმებული ექიმები - „გვინდა დავდგეთ იქ, სადაც ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად ვჭირდებით“


საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმები ზურაბ კახაბრიშვილი, ჯემალ კელიხაშვილი, ლაშა ღონღაძე.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმები ზურაბ კახაბრიშვილი, ჯემალ კელიხაშვილი, ლაშა ღონღაძე.

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ და ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო სამსახურმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. სპორტში დასაქმებული მედიკოსები მზად არიან, საქართველოში, საკარანტინო წერტილებზე გადანაწილდნენ.

"ჩვენი საქმე ქართველი სპორტსმენების გვერდით დგომა და მათთან ერთად წარმატებისთვის ბრძოლაა, მაგრამ ახლა საწვრთნელი პროცესი შეჩერებულია, სპორტული ღონისძიებები კი გადაიდო. გვინდა დავდგეთ იქ, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად დავჭირდებით და გამოვადგებით. მზად ვართ, გავემგზავროთ ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა საკარანტინო წერტილში და გავუწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, დაავადებულ თუ კარანტინში მყოფ ხალხს" - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, სპორტული მედიცინის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ კახაბრიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG