Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სულ მცირე 28 ჯარისკაცი ემსხვერპლა თალიბანის თავდასხმებს


ავღანეთის მთავრობა და საპოლიციო ძალები 30 მარტს აცხადებენ, რომ ექსტრემისტების თავდასხმებს ემსხვერპლა უსაფრთხოების ძალების 28 წევრი. ასეთ ფონზე, ხელისუფლებამ გადადო თალიბანის წევრი პატიმრების გათავისუფლება.

29 მარტს, ჩრდილოეთის პროვინცია ტაჰარში ექსტრემისტები შეიჭრნენ პოლიციის მაღალჩინოსნის ოფისის ტერიტორიაზე, მოკლეს 13 პოლიციელი და თავად მაღალჩინოსანი დაჭრეს. სამხრეთის პოლიცია ზაბულში თალიბანის მებრძოლები 29 მარტს თავს დაესხნენ მთავრობის უსაფრთხოების დამცველ პუნქტებს და სულ მცირე 11 სამხედრო იმსხვერპლეს. სამხრეთის პროვინცია ჰელმანდში მთავრობის დამცველ პუნქტებზე თავდასხმებს ემსხვერპლა უსაფრთხოების ძალების სულ მცირე ოთხი წევრი.

ასეთ ფონზე, ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ ხელისუფლება არ განახორციელებს თალიბანის წევრი 100 პატიმრის გათავისუფლების გეგმას, რაც 31 მარტს უნდა მომხდარიყო.

თალიბანმა და აშშ-მა გასულ თვეში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად ამერიკელებმა და მათმა მოკავშირეებმა ქვეყნიდან თავიანთი ძალები უნდა გაიყვანონ, სანაცვლოდ კი თალიბანი აცხადებს, რომ მოახდენს ტერორიზმის პრევენციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG