Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული გალის მცხოვრებს COVID-19 აქვს


ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, რომ კორონავირუსით covid-19-ითაა ინფიცირებული 50 წლის გალელი ქალი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან 29 მარტს ღამით გადაიყვანეს საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

გალის რაიონის მცხოვრების დაავადების ფაქტი მედიას დაუდასტურა სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ. წინასწარი ინფორმაციით, ამ თემაზე ბრიფინგი ზუგდიდში 31 მარტს გაიმართება.

50 წლის ქალი, რომელიც გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია, რუსეთში იმყოფებოდა და ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს, სოჭის გავლით დაბრუნდა.

30 მარტის 23:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია covid-19-ით დაავადების 103 შემთხვევა. მათგან 20 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG