Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო დაკეტილი მუზეუმიდან ვან გოგის ნახატი მოიპარეს


ნიდერლანდის ქალაქ ლარენის მუზეუმიდან მოიპარეს ვან გოგის ნახატი „გაზაფხულის ბაღი“.

COVID-19-ის პანდემიის გამო დროებით დაკეტილ მუზეუმში სიგნალიზაცია ჩაირთო, თუმცა მძარცველები პოლიციის მისვლამდე გაიქცნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქურდებმა მუზეუმში შეაღწიეს გატეხილი შუშის კარიდან.

ვან გოგის მიერ 1884 წელს შექმნილი ნახატის ფასი სხვადასხვა მონაცემით, ერთიდან ექვს მილიონ ევრომდეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG