Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: უახლოესი 30 დღე მარტივი არ იქნება


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელებს მოუწოდა, ხელისუფლებას მკაცრი ზომების დაცვით დაეხმარონ COVID-19-თან ბრძოლაში. 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა თქვა, რომ მკაცრი რეჟიმი აპრილის ბოლომდე იმოქმედებს და სავარაუდოდ, გამკაცრდება სოციალური დისტანცირების წესები. კვლავ აკრძალული იქნება ევროპასა და ჩინეთში გამგზავრება.

დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ტესტირება უკვე ჩაუტარდა მილიონამდე ამერიკელს.

„თითოეულმა ჩვენთაგანმა ამ ომში გამარჯვებისთვს თავისი როლი უნდა შეასრულოს. თითოეულ მოქალაქეს, ოჯახს და ბიზნესს შეუძლია ვირუსის შეჩერებაში წვლილის შეტანა. ეს ჩვენი საერთო პატრიოტული ვალია. უახლოესი 30 დღე მარტივი არ იქნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი 30 დღეა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა, დებორა ბირკსმა ამერიკელები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ დაავადების ორი შემთხვევა შესაძლოა ოცად იქცეს, ოცი ორასად და ასე შემდეგ.

31 მარტის 10:00 საათის მდგომარეობით, აშშ-ში COVID-19-ით დაავადდა სულ 164 253 ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელდა 5507. გარდაცვლილია 3167. დაავდებულთა რიცხვით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG