Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ის კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა


საქართველოში 103-დან 108-მდე გაიზარდა COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი. მათგან 20 გამოჯანმრთელებულია.

მონაცემები 31 მარტის 10:00 საათის შემდეგ განახლდა სამთავრობო ვებსაიტზე stopcov.ge.

საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დადასტურებული 108-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები. ორივე მათგანი სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 106-დან 20 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 86 აქტიური შემთხვევაა.

31 მარტის 10:30 საათის მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG