Accessibility links

საქართველოში COVID-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა


საქართველოში 21-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი.

განახლებული მონაცემები სამთავრობო ვებსაიტზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

31 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების სულ 108 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 106-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 85 აქტიური შემთხვევაა.

31 მარტის 10:30 საათის მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG