Accessibility links

მეუფე საბას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მამა სპირიდონი ინფიცირებულია


ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსს, საბა ინწკირველს კორონავირუსი COVID-19 არ დაუდასტურდა. მეუფე საბამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა და აშშ-ში ჩატარებული გამოკვლევის ამსახველი დოკუმენტი.

ეპისკოპოსმა ტესტირება რამდენიმე დღის წინ ჩაიტარა ინფიცირებულთან კონტაქტის გამო.

მეუფე საბა ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა ნიუ-იორკში მოღვაწე სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ნარსიას: იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით, საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება, თუმცაღა წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას".

მანამდე COVID-19 დაუდგინდა საქართველოს ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის სასულიერო პირს, დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG