Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა.

მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის, stopcov.ge-ის თანახმად, 2 აპრილის დილის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 5437, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ - 260.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 130-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 105 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG