Accessibility links

საქართველოში COVID-19-ისგან კიდევ 3 ადამიანი განიკურნა


საქართველოში 23-დან 26-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ისგან. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

განახლებული მონაცემები 2 აპრილს, დაახლოებით 10:20 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო ვებსაიტზე stopcov,ge.

დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. 26 გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

2 აპრილის 10:30 საათის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

კორონავირუსით ესპანეთში გარდაიცვალა საქართველოს 3 მოქალაქე, 1 დიდ ბრიტანეთში და 1 აშშ-ში. რადიო თავისუფლება ეყრდნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG