Accessibility links

მარინა ეზუგბაია: ვირუსით ინფიცირება, სავარაუდოდ, 10 წლის მოზარდის მშობელსაც დაუდასტურდება


მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმე არ არის. მისი თქმით, დღეს ჩატარდება გაფართოებული კვლევები და ამ კვლევების შედეგების ფონზე შეფასდება მისი საერთო მდგომარეობა.

მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი მოზარდის მშობელსაც დაუდასტურდება:

„გუშინ შემოვიდა ოთხი ახალი შემთხვევა, მათ შორის ერთი იცით, ბათუმიდან მოდიოდა, მოზარდი თავის მშობელთან ერთად. ბავშვს დადგენილი აქვს კორონავირუსი, მშობელს დადასტურებული არ აქვს, მაგრამ უკვე მასაც კლინიკა აქვს და ასევე დაუდასტურდება“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

2 აპრილის დილის მდგომაროებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. 26 გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG