Accessibility links

ადგილობრივი პირბადეები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოსა და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა


ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი წარმოების პირბადეები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოსა და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს გვქონდა საშუალება, საქართველოში დამზადებული პირბადეები საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსისთვის გაგვეგზავნა, რომლებიც აქტიურად აგრძელებენ თავის საქმიანობას საქართველოში. პირბადეების გარკვეული რაოდენობა ასევე გაიგზავნა საქართველოს საელჩოებში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული პროდუქციის მნიშვნელოვანი დეფიციტია. ამით, ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოგვემარაგებინა საქართველოში წარმოებული პირბადეებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თანახმად, ამ ეტაპზე, პირბადეები უკვე დაურიგდათ ასევე ცალკეულ მოწყვლად სოციალურ ჯგუფებსა და იმ მოხელეებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ მაღალი რისკის მქონე პირებთან.

2 აპრილის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. 26 გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG