Accessibility links

site logo site logo

ბოჭორიშვილის კლინიკაში უარყოფენ, რომ მათ პაციენტებს შორის არიან ინფიცირებული ექიმებიც


ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კლინიკაში მოთავსებულია COVID-19-ით დაავადებული სამი ექიმი.

„ჩვენს კლინიკაში არც ერთი ინფიცირებული ექიმი არ არის და არც დაფიქსირებულა მსგავსი ფაქტი“, - უთხრა დღეს, 2 აპრილს მედიას მაკა სოლოღაშვილმა. მისი ინფორმციით, ამჟამად საავადმყოფოში ჰყავთ 7 ინფიცირებული პაციენტი. ორის მდგომარეობა საყურადღებოა და მათ პროტოკოლის მიხედვით მკურნალობენ.

მაკა სოლოღაშვილის ცნობითვე, ხვალ ლაბორატორიულად გადამოწმდება 3 პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესის შედეგები.

2 აპრილის 11:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG